პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: ,,წრფივი დაპროგრამება და ბიზნეს გეგმა“.
2. პროექტის მთავარი იდეა: მათემატიკის გამოყენება პრაქტიკაში კერძოდ, ბიზნესში.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა კარგად გაითავისონ მათემატიკის კავშირი სხვადასხვა დარგებთან.
4. პროექტის მიზანი:
პრობლემის დაძლევა მათემატიკის გამოყენებით.
კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარის განვითარება.
გუნდური მუშაობის უნარის განვითარება.
ისტ-ის გამოყენების უნარის განვითარება.
მოტივაციის უნარის განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: XI  კლასის მოსწავლეები_16-17 წლის.
6. ვადები ხანგრძლივობა: 30 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ბიზნეს გეგმები, რომლებიც გათვლილი იქნება მაქსიმალურ მოგებაზე და მინიმალურ დანახარჯზე.
ბროშურები.
სურათები.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,XIკლასის მათემატიკის სახელმძღვანელო (გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი),ცარცი დაფა,ფლირჩარტი, მარკერი, ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. თემის ,,წრფივი დაპროგრამების ამოცანების“ შეჯამება (ამოცანების ამოხსნა )
აქრივობა 2. კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად ინტერესების მიხედვით და ვაწვდი ბიზნეს-გეგმისათვის სხვადასხვა იდეებს. ჯგუფები ირჩევენ მათთვის საინტერესო სფეროს; მაგ: ავეჯის დამზადება, მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრების დამზადება, ქათმის წარმოება და სხვა.
აქტივობა 3. მოსწავლეები ირჩევენ სასურველ ბიზნეს, იძიებენ მასალას თავისი სფეროს შესაბამასად გამოკითხვით,ინტერნეტით და სხვა გზით. მაგ: საშუალოდ რამდენი და რა სახის საკვებია საჭირო ერთი ქათმის გამოსაკვებად გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რა წონას მოაღწევს ამ პერიოდში ქათამი და სხვა.
აქტივობა 4. მოცემული  შეზღუდვების პირობებში მოსწავლეები  ადგენენ წრფივ განტოლებათა სისტემას და ხსნიან მათ. ასევენ აკეთებენ ამ განტოლებათა სისტემის გეომეტრიულ ინტერპრეტაციებს, პოულობენ ოპტიმალურ წერტილს და იღებენ შესაბამის კოორდინატებს, რაც ნიშნავს შესაბამის საწარმოებელი პროდუქტის ოპტიმალური რაოდენობის დადგენას - მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმალური მოგების მიღებათ.
აქტივობა 5.მოსწავლეები აფორმებენ შესრულებულ სამუშაოს სლაიდების საშუალებით დაემზადებიან პრეზენტაციისათვის.
აქტივობა 6.მოსწავლეები ამზადებენ ბროშურებს და რეკლამას უკეთებენ თავიანთ მოდელირებულ ბიზნეს.
აქტივობა 7. ჯგუფები პრეზენტაციით power-point-ის საშუალებით წარსდგებიან მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.
მათ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.
მათ.XI.12 მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): შორენა თევზაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorenatevzadze70@gmail.com.
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: shorenatevzadze1.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий